12:09 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-27 17:33:49, 586 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის ამოცანა არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების უარყოფაა

დღეს ოპოზიციის ამოცანა არა სამართლიანობის აღდგენას, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების უარყოფას უკავშირდება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სერიოზული გამოწვევები, რომლებიც საქართველოსთან ერთად მსოფლიოს ახასიათებს, მექანიზმადაა განხილული.

„დღეს ოპოზიციის ამოცანა არანაირად არ უკავშირდება სამართლიანობის დადგენას. დღეს უკავშირდება ყველაფრის, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების უარყოფას. ამას ოპონირების რეჟიმი არ ჰქვია და სერიოზული გამოწვევები, რაც ახასიათებს სამწუხაროდ არამარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს, არის სწორედ მექანიზმად განხილული, როგორ უფრო დავანგრიოთ სიტუაცია და როგორ უფრო ტურბულენტურ ზონაში შევიყვანოთ საქართველო. ეს არის მექანიზმები, რომელთა იქით არაფერი არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ საერთაშორისო პარტნიორები, არამედ საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი ვიდრე გუშინ, გაიგებს რეალობას, თუ რასთან გვაქვს დღეს საქმე და რითი შეგვიძლია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics