|
2015-10-07 21:23:43, 768 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ქართული და ჩინური მხარის წარმომადგენლები დაეწრნენ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე განხილული იყო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო საკითხები. შეხვედრაზე განხილული იყო ფორუმის მსვლელობისას ჩინეთის ოფიციალური დელეგაციის დღის წესრიგი. ჩინურ მხარეს თბილისის ფორუმზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რაიონის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის ასევე იყო აბრეშუმის გზის ფორუმის დღის წესრიგის ცალკეული საკითხები, მათ შორის, სასტუმრო „ჰუალინგის“ გახსნა თბილისში და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ოფიციალური პრეზენტაცია ქუთაისში. აღნიშნული ობიექტები ჩინურ კომპანია „ჰუალინგს“ ეკუთვნის. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიან-უიღურეთის ავტონომიური რეგიონის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებიც საქართველოში ფორუმის საორგანიზაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად არიან ჩამოსულნი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენლები. ჩინეთის ოფიციალური დელეგაცია თბილისს 14 ოქტომბერს ეწვევა. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 15-16 ოქტომბერს გაიმართება. მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობა, თანაორგანიზატორი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა. ფორუმი იმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით. ფორუმის ფარგლებში თბილისს 30 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია ჩამოვა, რომელთა შორისაც იქნებიან ვიცე-პრემიერები და მინისტრები. სულ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 700-ზე მეტი სტუმარი ეწვევა.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)