|
2021-02-26 10:33:21, 547 ნახვა
სამართალი
ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ
ჟურნალისთ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს ბრალს დღეს წარუდგენენ. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიას გუშინ გვიან ღამით სამი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე დაკავებულია 3 პირი. როგორც შსს-ში განაცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მომხდარს გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიები, აშშ-ის საელჩო საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მომხდარი ძალადობრივი ფაქტი დაგმეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)