|
2021-02-21 21:57:49, 615 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე არხი: კოვაქს-პლატფორმა,ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება
„აღნიშნული მოქმედებების ნაყოფიერი შედეგია ის ფაქტი, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლის მთავარ იარაღს-ვაქცინებს ელის", - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში განაცხადა. საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრობის კანდიდატმა ვაქცინის შემოტანის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა. „ არაერთხელ გამოითქვა უკმაყოფილება საქრთველოში ვაქცინების შემოსვლის ვადებთან დაკავშირებით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვაქცინების შერჩევა იყო ხანგრძლივი პროცესი, რამდენადაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა მხოლოდ ოფიციალური არხებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინების მიღება. ვაქცინების შეძენისთვის ჩვენ გამოვიყენეთ რამდენიმე ასეთი არხი: კოვაქს-პლატფორმა,ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)