|
2021-02-21 12:04:53, 484 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, გზის კაპიტალური მოწესრიგება კონსტანტინე ლესელიძის ქუჩაზე დაიწყო, სადაც, ძველი ასფალტი იხსნება. სამუშაოების შედეგად, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და 10 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და LED განათებები დამონტაჟდება. პროექტისთვის, რომელსაც გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ,,დინ გრუპი“ ასრულებს, 827 508 ლარია გათვალისწინებული. მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო. დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნულ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. კერძო ავტომობილებს ხიზანიშვილის ქუჩიდან თიანეთის გზატკეცილისკენ გადაადგილება ხიზანიშვილის, ომის გმირების ქუჩებისა და თიანეთის გზატკეცილის საშუალებით შეუძლიათ. თიანეთის გზატკეცილიდან ვეკუას ქუჩისკენ გადაადგილება შესაძლებელია თიანეთის გზატკეცილის, ომის გმირების, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების გავლით. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის გადაადგილება შესაძლებელია შიდაკვარტალური გზებით. ასევე, სამუშაოების ფარგლებში, N51 ავტობუსის მარშრუტში ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, გლდანულადან მომავალი ავტობუსი, ქერჩის ქუჩის დახმარებით გადაადგილდება, ხოლო უკუმიმართულებით, ავტობუსი ვასაძის ქუჩის გავლით, მოსულიშვილის ქუჩაზე გადაადგილდება და შემდგომ სვლას გლდანულას მიმართულებით განაგრძობს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
გავრილოვის ღამის ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში დავა წააგო
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)