|
2021-02-17 11:58:40, 466 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისის მერიის თანამშრომელს აკადემიური პალმების ორდენის მიღება მიულოცა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერიის თანამშრომელს, ლალი უნაფქოშვილს აკადემიური პალმების ორდენის მიღება მიულოცა. მისი თქმით, ორდენი ლალი უნაფქოშვილს ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა. „დღეს მთავრობის სხდომას ესწრება თბილისის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელი, ქალბატონი ლალი უნაფქოშვილი, რომელიც 30 წელზე მეტია კეთილსინდისიერად, პროფესიონალიზმით ემსახურება ჩვენი დედაქალაქის ინტერესებს. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებში, კერძოდ, საფრანგეთის ქალაქ ნანტსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. სწორედ ამ დამსახურების გამო, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა, რამდენიმე დღის წინ, ქალბატონ ლალის აკადემიური პალმების ორდენი გადასცა. მინდა, მივულოცო ქალბატონ ლალის ეს წარმატება. მეამაყება, რომ ასეთი თანამშრომლები ჰყავს თბილისის მუნიციპალიტეტს. მადლობა, რასაც ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის აკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. აკადემიური პალმების ორდენი ერთ-ერთი უძველესი, პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც 1808 წელს იმპერატორმა ნაპოლეონ პირველმა დააარსა. ლალი უნაფქოშვილმა, ასევე, თარგმნა ჟიულიენ გრაკის წიგნი „ქალაქის ფორმა“, რომელიც სწორედ ქალაქ ნანტს ეხება. 2020 წელს მთარგმნელს გადაეცა საქართველოს მწერალთა სახლის ლიტერატურული პრემია საუკეთესო ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის თარგმანისათვის.
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)