|
2021-02-16 17:40:07, 783 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში აშენებული პირველი „ჩინური სათბური“ მოინახულა
ახალგაზრდა ფერმერმა მიხეილ რეხვიაშვილმა პანდემიის პერიოდში, სოფელ რაჭისუბანში, ბებია-ბაბუის კუთვნილ მიწაზე, საკუთარი სახსრებით, ე.წ „ჩინური სათბური“ ააშენა. 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენებულ მიწისქვეშა სათბურში დამწყებ ფერმერს პომიდორი და კარტოფილი მოჰყავს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ერთადერთ „ჩინურ სათბურში“ მიხეილ რეხვიაშვილმა უკვე 2 ტონამდე პომიდვრის მოსავალი მიიღო. პროდუქციას ფერმერი ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. „ჩინური სათბური“ დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მოინახულა. მიხეილ რეხვიაშვილს მერმა ბოლნისში ახლად ამოქმედებული აგროცენტრის სერვისები შესთავაზა და ფერმერს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ შექმნილი პროგრამების შესახებაც მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. როგორც ახალგაზრდა ფერმერმა აღნიშნა, ის მომავალში აგროცენტრის სერვისებით სარგებლობას გეგმავს. „დღეს მოვინახულეთ ახალგაზრდა ფერმერის მიხეილ რეხვიაშვილის „ჩინური სათბური“, რომელიც მან პანდემიის პერიოდში სოფელ რაჭისუბანში, ბებია-ბაბუის კუთვნილ მიწაზე ააშენა. დამწყებ ფერმერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დახმარებით შექმნილი აგროცენტრის სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე. აგროცენტრში მიხეილს პროდუქციის შეფუთვის, ეტიკეტირებისა და სხვა საჭირო სერვისის მიღება შეუძლია, რაც მას სათბურში მოყვანილი მოსავლის რეალიზაციას უდავოდ გაუადვილებს. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი ახალგაზრდა ინტერესდება სოფლის მეურნეობით, ჩვენც ადგილობრივი თვითმმართველობა ვცდილობთ, დამწყებ ფერმერებს გვერდში ყოველთვის დავუდგეთ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ამიტომ ვფიქრობ, ამ სფეროში ჩადებული თითოეული ინვესტიცია რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად განავითარებს. მსურს მიხეილს, ამ შესანიშნავ საქმეში, დიდი წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)