|
2015-10-06 14:44:09, 535 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრი სომხეთის პოლიციის უფროსს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მოწვევით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სომხეთის პოლიციის უფროსი ვლადიმერ გასპარიანი ეწვია. უწყების ინფორმაციით, შს მინისტრმა და სომხეთის პოლიციის უფროსმა სამინისტროს ეზოში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და ვლადიმერ გასპარიანმა სამართალდაცვით სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ბოლო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებს, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებს. საქართველოს შს მინისტრმა და სომხეთის პოლიციის უფროსმა სხვადასხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე, ამ კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. აღნიშნული ვიზიტი 2014 წლის დეკემბერს ქალაქ ერევანში განხორციელებული შეხვედრის საპასუხოდ გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)