|
2021-02-15 21:41:53, 528 ნახვა
სამართალი
შსს-ის მიერ შემუშავებული კანონპროექტით კიბერდანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება
შსს-ის მიერ შემუშავებული კანონპროექტით კიბერდანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მიღების შედეგად საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდება „კიბერდანაშაულის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას, რაც ხელს შეუწყობს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას. ცვლილების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ორი ახალი მუხლი. 2861 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის შემთხვევაში. აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სასჯელი, ვიდრე სხვა კიბერდანაშაულებისათვის. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატემა 2862 მუხლი, რაც ყალბი კომპიუტერული მონაცემის შექმნისთვის ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ინიცირებული კანონპროექტით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სისხლის სამართლის კოდექსის კიბერდანაშაულის თავში. მათ შორის, ცალკე დამამძიმებელ გარემოებად გამოიყო კიბერდანაშაულის ჩადენა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ. კიბერდანაშაული 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაზრდილი სტატისტიკა. დამნაშავეთა მხრიდან მუდმივად იხვეწება დანაშაულის ჩადენის ხერხები და მეთოდები, რაც სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი ნორმების ჩამოყალიბებას მოითხოვს, რომელიც ერთი მხრივ, უპასუხებს კიბერდანაშაულის თანამედროვე ტენდენციებსა და გამოწვევებს, ასევე სრულ შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)