|
2021-02-15 10:09:05, 425 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ხანიშვილი: ფაროსანასთან ბრძოლის მასშტაბურ ღონისძიებებს სახელმწიფო წელსაც განახორციელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამეგრელოს და გურიის რეგიონებში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილიც ესწრებოდა, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და სამოქმედო გეგმა განიხილეს. გიორგი ხანიშვილი აღნიშნულ რეგიონებში აგრარული წარმოების მიმართულებით არსებულ ვითარებას გაეცნო და ყურადღება იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებსაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად ახორციელებს. ხაზგასმით აღინიშნა იმ შედეგების შესახებაც, რომლებიც ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული თანმიმდევრული მიდგომებით იქნა მიღწეული. „სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. ყველა რესურსი მობილიზებულია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა. პანდემიამ და არსებულმა გამოწვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რაც გულისხმობს მავნებლის მონიტორინგს გამოზამთრების ადგილებში. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიგეგმება მავნებელთან ბრძოლის კონტროლის ღონისძიებები.
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)