10:46 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 11:07:00, 635 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი ფოთის მუზეუმს ეწვია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ფოთის 
კოლხური კულტურის მუზეუმს სტუმრობდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“  ფოთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან  აცნობეს, კოლხური კულტურისა და ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზისა და ექსპოზიციების დათვალიერების შემდეგ ,დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა,რომ ფოთის მუზეუმში დაცული ისტორიულ-არქეოლოგიური მასალა საერთაშორისო დონისაა, წარმოადგენს უძველესი კოლხური კულტურის უნიკალურ ნიმუშებს და მსოფლიო არტე-ფაქტებს სტანდარტებს უთანაბრდება.

„ ასეთი კულტურის კერას სჭირდება სახელმწიფოსგან მუდმივი მხარდაჭერა. მუზეუმი უნდა იქცეს რეგიონის ცენტრად, სადაც თავმოყრილი იქნება ძველი ცივილიზაციის ექსპონატები. დავით ლორთქიფანიძემ და ქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილეს მუზეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და პერსპექტივის შესახებ“,-განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, მუზეუმის შენობა 1907 წელს ედმუნდ ფრიკის მიერ არის აშენებული. 1977 წლიდან ამ შენობაში მუზეუმი განთავსდა. 2010 წლიდან შენობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-მ აბაშაში დააკავა კაცი, რომელმაც სანადირო თოფით გასროლით მეზობელი დაჭრა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics