|
2021-02-10 11:55:06, 430 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა 524 მგზავრმა სცადა, 3 790-ს კი, პირბადის სწორად ტარებაზე გაფრთხილება მიეცა
ამ დროისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა 524-მა მგზავრმა სცადა, 3 790 მგზავრს კი პირბადის სწორად გამოყენების გაფრთხილება მიეცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაწესებული რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. თბილისის მერმა მოსახლეობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდა. „რამდენიმე დღეა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. ეპიდემიოლოგების მხრიდან გვაქვს ძირითადი მოთხოვნები, რომელიც მგზავრმა ტრანსპორტში ასვლისას უნდა დაიცვას. ეს არის პირბადის ტარება, იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოება. რაც შეეხება სტატისტიკას რეგულაციების დაცვასთან დაკავშირებით, 524 მგზავრი ეცადა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას, რაც ჩვენი თანამშრომლების მხრიდან აღკვეთილი იქნა და მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცათ; 3 790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით. მათ შორის, იყო შემთხვევები, რომ ცხვირს ბოლომდე არ უფარავდა, ზოგს ჩამოწეული კი ჰქონდა. მათ მიეცათ გაფრთხილება და შემდეგ ეს ყველაფერი გამოსწორდა; ერთ შემთხვევაში, დაგვჭირდა საპატრულო პოლიციის გამოძახება, რადგან დაპირისპირება იყო პირბადის არგაკეთების გამო; ერთ შემთხვევაში კი, არ დაიძრა ავტობუსი, იმიტომ, რომ მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს. ჩვენი თანამშრომლების მხრიდან ბევრჯერ იქნა მითითება მიცემული, რომ პირბადე გაეკეთებინა“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თავად მგზავრებს, რომლებიც ერთმანეთს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს ეხმარებიან. „მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხმარება ჩვენს თანამშრომლებს. ამ პროცესში თავად მგზავრები ძალიან აქტიურად არიან ჩართულნი და პირველ რიგში, ისინი მოითხოვენ ერთმანეთისგან, რომ პირბადე სწორად ატარონ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ერთმანეთი დავიცვათ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებას. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა წესის დაცვა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
კობახიძე - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებშია, მათ შორის მათი ამომრჩევლის
კობახიძე ოპოზიციაზე - სასამართლოს მაგივრად ურჩევნიათ, ესაუბრონ უცხოელ დიპლომატებს, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს
კობახიძე ევროკომისიის სპიკერზე - პოლიტიკური ზეწოლის მცდელობაა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)