|
2021-02-09 15:07:27, 572 ნახვა
სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა 7 პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს საქართველოს მელიორაციისა და კერძო შპს-ს თანამშრომლები. უწყების ინფორმაციით, შპს ,,კაპიტელის“ წარმომადგენლები თაღლითურად დაეუფლნენ 148 072 ლარს, ხოლო შპს ,,კალასის“ წარმომადგენლები - 106 237 ლარს. „გამოძიებით დგინდება, რომ 2018 წლის 13 სექტემბერსა და 11 ოქტომბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორ ლოტად გამოცხადდა ელექტრონული ტენდერები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიაზე, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემების გამანაწილებელი არხების გ-32 ისა და გ-35-ის მოწყობის თაობაზე, ღირებულებით 2 421 360, 62 და 1 482 680 ლარი. გ-32 ის მოწყობის სამუშაოებში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,კაპიტელმა“ და გ-35 ის მოწყობის სამუშაოებში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,კალასმა“, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოები არ აწარმოეს დადგენილი პროექტის შესაბამისად, რის შედეგადაც შპს ,,კაპიტელის“ წარმომადგენლები თაღლითურად დაეუფლნენ 148 072 ლარს, ხოლო შპს ,,კალასის“ წარმომადგენლები - 106 237 ლარს. სამუშაოთა წარმოების ორივე მიმართულებაზე ზედამხედველობას ახორციელებდნენ შპს ,,საქართველოს მელიორაციის“ ზედამხედველობისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელი და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საველე ინჟინერ-ზედამხედველები, რომლებმაც მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ სამუშაოთა არასრულყოფილად წარმოების შესახებ, არ გაატარეს სათანადო ზომები და საპირისპიროდ ხელმოწერით დაადასტურეს ყალბად შედგენილი ფარული სამუშაოების ამსახველი აქტები და სამუშაოთა შესრულების უწყებები, რითიც დაეხმარნენ შპს-ს წარმომადგენლებს თაღლითურად დაუფლებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)