13:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 12:29:43, 534 ნახვა

რეგიონი
თერჯოლაში ბუნებრივი აირით დატვირთულ ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

თერჯოლაში ბუნებრივი აირით დატვირთულ ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით,ავტომობილები გაზგასამართ სადგურზე იდგნენ და არსებობდა როგორც აფეთქების, ასევე, ცეცხლის გვერდით მდგარ მანქანებზე გავრცელების საფრთხე.

„მეხანძრე-მაშველებს გაზ გასამართ სადგურზე დახვდათ ორი სატუმბი მოწყობილობით და ბალონებით დატვირთული ავტომანქანა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა სიტუაციის სირთულის გათვალისწინებით დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა არსებული საფრთხის თავიდან არიდება და ხანძრის დროული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
კობახიძე: კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში პრინციპულად აღმოფხვრილი, დამარცხებულია
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics