17:49 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 22:59:41, 460 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, ხანძთელის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ხანძთელის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ ინფორმციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შესახებ. ცეცხლი გავრცელებული იყო იტალიური ტიპის სამსართულიანი სახლის სასხვენო გადახურვაზე.

ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ შენობიდან დროულად მოხდა 12 მოქალაქის უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოყვანა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამ დროისთვის ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
ძმები ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი - შვილები არ მომიკვდეს მე კამერაში. იცოდეთ შვილები არ მომიკვდეს
ადვოკატი - დავით ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები აქვს, გოგამ თვითდაზიანება მიიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics