|
2021-02-08 16:32:11, 767 ნახვა
კომენტარი
გოჩა ლორთქიფანიძე - ერთმანეთთან დაკავშირებული მტკიცებულებით ვაძლიერებდით, რათა მათ გავლენა მოეხდინა მოსამართლეების შინაგან რწმენაზე
ერთმანეთთან დაკავშირებული მტკიცებულებით ვაძლიერებდით, რათა მათ გავლენა მოეხდინა მოსამართლეების შინაგან რწმენაზე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა. გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება: „ჩვენ ყველა სამართლებრივ არგუმენტს ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე მტკიცებულებით ვაძლიერებდით, რათა მათ გავლენა მოეხდინა მოსამართლეების შინაგან რწმენაზე. მაგალითად: რუსების მიერ ქართული დასახლებული პუნქტების დაბომბვის საჩვენებლად ჩვენ შემდეგი მტკიცებულებათა ერთობლიობა წარვადგინეთ: · შევკრიბეთ თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დაბომბვის კონრეტულ დროზე მიუთითებდნენ; · დროის ზუსტად იმავე პერიოდის მიხედვით მოვიძიეთ საჰაერო რადარის ჩანაწერები, სადაც ჩანდა, რომ თვითმფრინავები რუსეთიდან შემოფრინდნენ და მანევრირებდნენ ამ კონკრეტული დასახლებული პუნქტების თავზე; · მოვიპოვეთ იმავე დროის პერიოდში სეისმური სადგურის მიერ დაფიქსირებული აფეთქების ჩანაწერები; · მოვიძიეთ იმ დასახლებული პუნქტების განაღმვის ფოტო- და დოკუმენტური მასალა, რომელიც ადასტურებდა რუსული ჭურვების ჩამოგდებას. ეთნიკური წმენდის დასამტკიცებლად: · წარვადგინეთ სატელიტური სურათების შედარებითი ანალიზი, რომელიც აჩვენებდა, როგორ ხდებოდა მიზანმიმართულად ქართული სოფლების განადგურება; · წარვადგინეთ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა მხოლოდ ეთნიკური ქართველების სახლების გადაწვა; · წარვადგინეთ ჰააგის სასამართლოს 2016 წლის შეფასება და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები; · წარვადგინეთ ოკუპაციის პირობებში ეთნიკური ქართველების უფლებების განგრძობადი დარღვევის ფატქები. რაც შეეხება ყველასთვის უკვე კარგად ცნობილ ბალისტიკურ რაკეტას – „ისკანდერს": · მოვიძიეთ და საქმეში დავამაგრეთ აფეთქებული ჭურვის ნარჩენები; · საქართველოდან 2008 წელს გატანილი ჭურვის ნაწილები ქვეყანაში დავაბრუნეთ და მტკიცებულებად ვაქციეთ; · ჩავატარეთ ბალისტიკური ექსპერტიზა, მათ შორის, ჰააგის სასამართლოს ექსპერტების ჩართულობით; · ჩავატარეთ შემთხვევის ადგილის გამოკვლევა და გორის ცენტრიდან ამოვიღეთ აფეთქებული ჭურვის ნასხლეტები, რომლებიც დღემდე კედლებსა და ხეებშია ჩარჩენილი; · შევაგროვეთ უამრავი ფოტო- და ვიდეომასალა, რომლებზეც აღბეჭდილია აფეთქების კადრები“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)