03:12 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 14:52:43, 550 ნახვა

კომენტარი
გოჩა ლორთქიფანიძე: სტრასბურგის სასამართლოში ჩვენი სტრატეგიის სამართლებრივი ნაწილი ეფუძნებოდა განგრძობადობის პრინციპს

„ჩვენი სტრატეგია სტრასბურგის სასამართლოში ეფუძნებოდა განგრძობადობის პრინციპს“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძის ანგარიში 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლოში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას ეხება.

„სტრატეგიის სამართლებრივი ნაწილი, თავის მხრივ, ეფუძნებოდა განგრძობადობის პრინციპს, კერძოდ:

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი პოზიციის ფარგლებში მოგვიხდა კონფლიქტის ისტორიული, სამართლებრივი და პოლიტიკური კონტექსტის გაანალიზება და მიწოდება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის განვითარების თვალსაზრისით 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან დღემდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე  ფოკუსირებით. ეს იყო მნიშვნელოვანი ოპონენტის მცდელობების გასანეიტრალებლად და იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას გააჩნია ფართო ლეგიტიმაცია და მყარი საერთაშორისო სამართლებრივი საფუძვლები. ასევე, სამართლებრივ-პოლიტიკური ნარატივი ქართული სახელმწიფოს შესახებ მნიშვნელოვანი იყო სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეებისათვის შინაგანი რწმენის შესაქმნელად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმის განხილვისას შინაგანი რწმენის შესაქმნელად;

სტრასბურგში წარდგენილ პოზიციებს აერთიანებდა 90-იანი წლებიდან, 2008 წლის ომის განმავლობაში და შემდეგ დარღვევების განგრძობადობა”, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics