|
2021-02-05 10:41:09, 981 ნახვა
სამხედრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღება გრძელდება
საქართველოს თავდაცვის ძალები საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღებას აგრძელებს. ამ მიზნით რეგისტრაციის მსურველი საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგისტრაციის პუნქტებს მიმართავენ. დღეს, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის მსურველი მოქალაქეები ეროვნულ გვარდიაშიც იმყოფებოდნენ. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს სამსახურის პირობები დეტალურად გააცნეს და მათ კითხვებს უპასუხეს. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეები მიიღებიან. მათ გაუფორმდებათ 4-წლიანი კონტრაქტი. სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. რიგითის მინიმალური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1050 ლარს, რაც იზრდება წოდების მიხედვით. მეორე და ყოველი შემდგომი კონტრაქტის დასრულების შემდეგ სამხედრო ერთჯერადი ბონუსის სახით 7000 ლარს მიიღებს; სამხედროებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ უცხო ენა, დაეუფლონ პროფესიას და კვალიფიკაცია აიმაღლონ საზღვარგარეთ სხვადასხვა კურსებზე. საბუთების მიღება გამარტივებული წესით იწარმოება ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 10:00 -დან 16:00 საათამდე. რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ - onlinebct.mod.gov.ge, საქართველოს მასშტაბით მობილურ რეკრუტირების ცენტრებსა და შემდეგ ლოკაციებზე: სენაკი, ბათუმი, ახალციხე, გორი, ქუთაისი, თელავი, თბილისი. საკონტაქტო ტელეფონი: (+995) 595 06-03-44.
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
დისტრიბუტორთა ასოციაცია: ნუ ელით ფასების სწრაფ შემცირებას
ტაქსის მძღოლები და კურიერები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე შიომ საპატრიარქოში ოცნების საგარეო მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)