|
2021-02-01 17:18:52, 8199 ნახვა
ციტატები
მეუფე საბა გვარამიას: პრეზერვატივი და სიგარეტი თუ შემოგაკლდათ, გიყიდით და გამოგიგზავნით
"რამოდენიმე წლის წინ ძალიან უტიფარი და კადნიერი ჯგუფი თუ საქმიანობის ხალხი გამოჩნდნენ, რომლებიც ჯერ ჩუმად, შემდეგ სახალხოდ, სააღდგომოდ აპირებდნენ გამოშვებას, მაპატიეთ კიდევ ერთხელ, პრეზერვატივების, რომლებზეც უნდა დაეწერათ თამარი მეფის სახელი. ეს მე ერთ-ერთმა პირველმა გავიგე, როგორც მახსოვს, ვიღაცამ მითხრა, დავურეკე მეუფე თეოდორეს და ავტეხეთ ერთი ამბავი, მერე იქ რა იყო, ამაზე განცხადება გაკეთებულია ეკლესიის მიერ და ჩვენ, ნუ, მკაცრად გავილაშქრეთ ამის წინააღმდეგ და მემგონი ეს მაშინ ვერ მოხერხდა. აი, იმ სიუჟეტის შემდეგ, რაც იყო გუშინწინ, ე.ი. რომ ვერ მიაღწიეს თავისას, ვის ტვინში დატრიალდა ეს არ ვიცი, რომ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, 2000 წლიდან მოყოლებული მეუფე საბას და მეუფე თეოდორეს ბიზნეს საქმიანობა, შემოჰქონდათ სიგარეტი და პრეზერვატივიო. წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი უხამსობა რა უნდა იყოს, ადამიანს დააბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვი. მაგრამ ეს არის სწორედ ეშმაკის საქმე და დღევანდელი ტექნოლოგია. ასეთი რამეები, ჩემო ძვირფასო, შენს სახლში და შენს კაბინეტში მოიკითხე, თუ შემოგაკლდება, ჩვენ გიყიდით და გამოგიგზავნით...
ასე გამოეხმაურა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს, სადაც მის ბიზნესინტერესებზე იყო საუბარი.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)