|
2021-01-26 19:44:48, 670 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს მავნებლობის პროცესში
„მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა გია ვოლსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. მან ასევე იმ ვითარებას გაუსვა ხაზი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ დახვდა. „სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაცმოძრაობის გამარჯვებად შერაცხვის მცდელობასთან დაკავშირებით: რა ვითარება დაგვხვდა 1. დაკარგული იყო და საქმეში არ იდო გორში აფეთქებული ბალისტიკური რაკეტა ისკანდერის ნარჩენები, რომელმაც 12 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა; 2. მტკიცებულებად არ იყო გამოყენებული საჰაერო რადარის ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ ომის დროს საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებდა და თავდასხმებს მისი სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებდნენ; 3. მოპოვებული და გამოყენებული არ იყო რუსული ბომბებისა და ჭურვების განაღმვის დოკუმენეტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ რუსეთი ბომბავდა ქართულ დასახლებულ პუნქტებს; 4. საქმეში არ იყო სეისმური სადგურის ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებდა ომის პერიოდში ბომბებისა და ჭურვების აფეთქებებს; 5. წარდგენილი არ იყო სატელიტით გადაღებული მასალის შედარებითი ანალიზი, რომელიც ადასტურებდა საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას; 6. მტკიცებულებად გამოყენებული არ იყო სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში; 7. საქმეში არ იყო ვიდეო მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის საკითხში; 8. წარდგენილი არ ყოფილა ქართველ ტყვეთა დაზიანებების ამსახველი მთელი რიგი ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები; 9. სადავო მტკიცებულებებზე წარდგენილი არ იყო ექსპერტიზის დასკვნები; 10. არ იყო ჩატარებული სათანადო მუშაობა მოწმეთა ჩვენებების შესაგროვებლად; 11. ამას დაუმატეთ ჰააგის გაეროს სასამართლოში ნაცხელისუფლების მიერ შეტანილი სრულიად არასრულფასოვანი სარჩელი, რის გამოც წარმოებაშიც არ მიიღეს; 12. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მათვე ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე ომის დაწყება საქართველოს დააბრალეს. აქედან გამომდინარე მიიღეთ გადაწყვეტილება, წაყვეთ თუ არა ნაცკლასტერს პოლიტიკური მავნებლობის პროცესში“, – წერს გია ვოლსკი.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)