07:34 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 20:26:01, 755 ნახვა

კომენტარი
მაია ცქიტიშვილი - იძულებულები ვართ, რომ ზამთრის კურორტზეც შევინარჩუნოთ გადაადგილების შეზღუდვა 21 საათის შემდეგ

„იძულებულები ვართ, რომ ზამთრის კურორტზეც შევინარჩუნოთ გადაადგილების შეზღუდვა 21 საათის შემდეგ“, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ზამთრის კურორტებზე ადამიანები საკუთარ და კერძო სახლებში იკრიბებია და ამის აკრძალვა არ შეუძლიათ.

„ზამთრის კურორტებზე, როდესაც ვსრიალებთ მარტო, ინფექციის გავრცელება, რა თქმა უნდა, არ ხდება, მაგრამ როდესაც ზამთრის კურორტზე ერთდროულად სრულად ოპერირებს ჩვენ ვიცით, რომ  მხოლოდ ბაკურიანში, მაგალითად, დაახლოებით 30 000 ადამიანი იკრიბება ერთდროულად მაშინ, როდესაც მუშაობს საბაგიროები, სრულად ფუნქციონირებს ზამთრის კურორტი და შესაბამისად, 30 000 ადამიანის ერთდროულად ერთ ლოკაციაში შეკრება მაშინ, როდესაც ზამთრის კურორტზე, როცა დღისით ვსრიალებთ საღამოს ვისვენებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად, ერთად ვატარებთ დროს, რა თქმა უნდა, სასტუმროებში, საოჯახო სივრცეებში ამას პირბადეების გარეშე ვაკეთებთ და სწორედ ამ დროს ხდება ვირუსის გავრცელება.

შევთანხმდეთ, რომ ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანს, თუნდაც საკუთარ ბინაში ჩასვლას. ძალიან ბევრი ადამიანი ბაკურიანში ფლობს თავისივე ბინას, ან კერძოდ, სტუმრად ჩადიან, ჩვენ ამას ვერ ავკრძალავთ, რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ ვერ დავამატებთ ზამთრის კურორტზე იმ დამატებითი მობილობის წყაროს, როგორიც არის სასტუმროები. ამიტომ, ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ზამთრის კურორტზეც შევინარჩუნოთ გადაადგილების შეზღუდვა 21 საათის შემდეგ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics