13:35 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-22 11:08:05, 1323 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 733 მძიმე პაციენტი მკურნალობს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 733 მძიმე პაციენტია, მათგან 218 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 20 231 ადამიანი იმყოფება.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  14 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 997 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 830 PCR ტესტით.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 189, საიდანაც: 3 367 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -   1 663, აჭარაში - 251, იმერეთში - 667. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 3, იმერეთში - 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 - თბილისში, 175 - აჭარაში, 22 - იმერეთში. 6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 115, ხოლო იმერეთში - 9.

სულ  6 ოქტომბრიდან - 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 743 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 231 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 602 პირი, აჭარაში - 1 501, იმერეთში - 2 108“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - სომხეთი მთიანი ყარაბაღისთვის ომს არ აპირებს
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics