|
2021-01-20 10:41:44, 648 ნახვა
სამართალი
სტრასბურგის სასამართლო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განაჩენს ხვალ გამოიტანს
ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ განაჩენს ხვალ, 21 იანვარს გამოიტანს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. მათივე ცნობით, საქმეზე მოსმენა სტრასბურგის დროით დილის 11:00 საათზე (საქართველოს დროით 14:00 საათზე), გაიმართება. „საჩივარი შემოტანილია საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში მომხდარ შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთის ფედერაციამ - რუსეთის არმიის, ან /და მის კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული ძალების, მხრიდან განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმების შედეგად საქართველოს მოქალაქეებზე და მათ საკუთრებაზე - დაუშვა ან გამოიწვია ადმინისტრაციული პრაქტიკა, რის შედეგადაც დაირღვა კონვენციის მე -2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე -3 (წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე -5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე -8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე -13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება) და ასევე დაირღვა #1 ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლი (განათლების უფლება) და #4 ოქმის მე-2 მუხლი (გადაადგილების უფლება)“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანეს. 2016 წლის ივნისში სასამართლომ სტრასბურგში გამართულ სხდომებზე მოწმეებისა და ექსპერტებისგან მტკიცებულებები მიიღო, ხოლო მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)