2021-01-19 11:10:29, 1453 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 775 მძიმე პაციენტი მკურნალობს
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 775 მძიმე პაციენტია, მათგან 217 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 21 865 ადამიანი იმყოფება. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 336, საიდანაც: 3 656 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 770, აჭარაში - 269, იმერეთში - 702. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 775 პირი, მათ შორის, თბილისში - 363, აჭარაში -54, იმერეთში - 184. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში - 156, აჭარაში - 2, იმერეთში - 26. 563 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 248 - თბილისში, 237- აჭარაში, 32 - იმერეთში. 7 117 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 226, აჭარაში - 97, ხოლო იმერეთში - 9. სულ 6 ოქტომბრიდან - 18 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 434 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 865 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 12 398 პირი, აჭარაში - 1 788, იმერეთში - 2 269“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ავტორი: ექსპრესნიუსი, განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს
|
ომი უკრაინაშიკანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
უკრაინის დაზვერვა - მოსკოვის აეროდრომზე რუსების ვერტმფრენი Ka-32 გავანადგურეთ
უკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|