|
2015-10-02 10:31:38, 681 ნახვა
სამართალი
ქიბარ ხალვაშის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს
ნიკა გვარამიას დღევანდელმა ისტერიულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი მოთხოვნები „რუსთავი 2“-ის წილებისა და ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით იყო დროული და აუცილებელი ღონისძიება ჩვენი შელახული უფლებების აღდგენის პროცესში, - ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის პრესსამსახურის განცხადებაშია აღნიშნული. მათივე განცხადებით, მიუხედავად მიმდინარე სამართლებრივი დავისა, ნიკა გვარამიას უკან მდგომმა ყოფილი ხელისუფლების ნარჩენებმა, კიდევ ერთხელ სცადეს „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის, არაპირადპირი გზით, არც მეტი, არც ნაკლები, ნაციონალების „მოლარის“ დავით კეზერაშვილის სიძეზე გადაფორმება. „საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაახლოებით სამი წლის წინაც, 2012 წლის 4 ოქტომბერს, ასეთი მცდელობა ჰქონდა დავით კეზერაშვილს და ახლაც, ხელისუფლების დანაშაულებრივი წაყრუებითა და უმოქმედობით, იმავე სქემით ცდილობს ჩვენი საკუთრების კიდევ ერთხელ მითვისებას. პოლიტიკურ დემაგოგიაში გაწაფული გვარამია,სასამართლო დავის დაწყების პირველი დღიდან ცდილობს საქმე პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს, რადგან კარგად იცის, რომ სამართლიანობის აღდგენას ვერაფერი აღუდგება წინ. მან დღესაც ჩვეულ სტილში განახორციელა არნახული ზეწოლა სასამართლოზე. იმედი გვაქვს, ახალი სასამართლო არ დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას, არც ხელისუფლება დაყვება შანტაჟს, ჩვენ კი საკმაოდ მიზანსწრაფულები ვართ, რათა დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ, მოვუწოდებ ყოფილ იურისტ გვარამიას, შეწყვიტოს ყოვლად გაუმართლებელი ზეწოლა სასამართლოზე და ხელს ნუ შეუშლის ქონებრივი დავის ცივილიზებული მეთოდებით, სამართლებრივი პროცედურებით გადაწყვეტას. გვსურს,საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთ თემაზე გავამახვილოთ. გვარამია, ბოლო დროს, ხშირად მანიპულირებს ტელეკომპანიის დახურვის თემით, რითაც ცხადს ხდის ვერაგულ ჩანაფიქრს - მას და მის თანაგუნდელებს, ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეჩერებით, სურთ ზეწოლა მოახდინონ სასამართლოზე, ქართულ და უცხოურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებზე. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კომპანიის ხელოვნურად გაკოტრების ცდებს და ყველას გასაგონად ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ არ გაჩერდება და არცერთი, ვიმეორებთ, არცერთი ჟურნალისტი და თანამშრომელი არ დაკარგავს სამუშაო ადგილს. პირიქით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი, ნორმალური,მშვიდი და ღირსეული სამუშაო პირობები“, - ნათქვამია ქიბარ ხალვაშის პრესსამსახურის განცხადებაში.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)