|
2021-01-12 13:40:38, 840 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაკავებულ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 07 იანვარს, გარდაბნის რაიონში ე.ბ, დედასთან - ც.ა.-სთან და ბიცოლასთან -ბ.ბ-სთან ერთად შეიჭრნენ ს.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში, 15 წლის ს.ბ. ძალით გამოიყვანეს სახლიდან, ჩასვეს ავტომანქანაში და გ.ბ.-ს საცხოვრებელ სახლში გადაიყვანეს, სადაც ა.ბ.-მ დაზარალებული დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ოთახში გამოკეტა და არ აძლევდა თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას. ხოლო მას შემდეგ, რაც გამტაცებლებისთვის ცნობილი გახდა, რომ ს.ბ.-სთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე დაწყებული იყო გამოძიება, მოსალოდნელი სასჯელის თავიდან არიდების მიზნით, მათ დაზარალებული არასრულწლოვანი სახლში დააბრუნეს. სამართალდამცველებმა ე.ბ., ც.ა., ბ.ბ. და ა.ბ. 10 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა' და ,,დ' ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)