|
2021-01-12 11:07:45, 1369 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 817 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 817 მძიმე პაციენტია, მათგან 254 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 514 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 22 823 ადამიანი იმყოფება. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 795 კვლევა ტესტით, მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, საიდანაც: 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 811, აჭარაში-357, იმერეთში-760. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 817 პირი, მათ შორის, თბილისში-377, აჭარაში-69, იმერეთში-183. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 254 პირი, მათგან თბილისში-165, აჭარაში-11, იმერეთში-26. 569 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208-თბილისში, 295-აჭარაში, 27-იმერეთში. 7 135 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 514 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-249, აჭარაში-57, ხოლო იმერეთში-7. სულ 6 ოქტომბრიდან - 11 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 599 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 823 ადამიანი, მათ შორის თბილისში-13 411 პირი, აჭარაში-2 059, იმერეთში-2 231“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)