|
2015-10-01 16:36:23, 710 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკური ექსპერტები „ოცნების“ სამ წელზე: ყველა მიმართულებით რეგრესია
მთავრობის სამწლიან მუშაობას ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები უარყოფითად აფასებენ. როგორც მათ „ექპსრესნიუსს“ განუცხადეს, ყველა მიმართულებით რეგრესია. მათი თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობის პირობებში არარაციონალური ხარჯების, სხვადასხვა რეგულაციების, ინვესტიციების შემცირების და სხვა უამრავი მიზეზის გამო გაუარესდა ცხოვრება, დაეცა ლარი 35 %-ით, რამაც ეროვნული ვალუტის დევალვაცია, უმუშევრობა, უამრავი სამუშაო ადგილის დაკარგვა და მოსახლეობის გაღარიბება გამოიწვია. „ ყველა მიმართულებით გვაქვს რეგრესი, უკან წავედით, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეკონომიკას რაც შეეხება, არის ძალიან ნელი ზრდა, დასუსტებული ლარი, ბიუჯეტი არასწორად არის დაგეგმილი, უაზრო ხარჯებით არის გაბერილი. გაზრდილია კორუფცია, ბიუროკრატია. შემოიღეს უაზრო რეგულაციები (შრომის ინფექციის შემოღება. მიწის გაყიდვაზე შეზღუდვების შეტანა, მერე უარყოფა. ვიზებთან დაკავშირებით, რეგულაციების გამკაცრება, ხან ლიბერალიზაცია). რაც იმას ნიშნავს, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკა აქვთ. ეს არის ქსენოფობიურად მომართული მთავრობა და ვერენაირად ვერ მოიზიდავს ინვესტიციებს, ვერც გარედან და ვერც შიგნით. ქართველ ბიზნესმენებსაც ვერ დააჯერებენ იმაში, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ყველამ იცის, რომ ქვეყანა უკან მიდის“, - განაცხადა ეკონომიკის საკითხებში ექსპერტმა გიგა ბედინეიშვილმა. რომან გოცირიძეც მიმდინარე სამ წელს ეკონომიკური ვითარების გაუარესების პერიოდად აფასებს. მისი პროგნოზით, არც ბოლო საარჩევნო მეოთხე წელი იქნება პერსპექტიული. „შეჩერდა ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელება, რომელსაც უნდა მოეტანა ქვეყნისთვის ეკონომიკური ზრდა. ასევე შეჩერდა ინვესტიციები ენერგეტიკაში, გაუარესდა ცხოვრება სხვადასხვა არარაციონალური ხარჯების გამო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დაეცა ლარი, 35 %-ით, რომელმაც გამოიწვია მოსახლეობის გაღარიბება. გაიზარდა უმუშევრობა, უამრავი სამუშაო ადგილი დაიკარგა ლარის დევალვაციის გამო. სამწუხაროდ არც ბოლო საარჩევნო მეოთხე წელი არის პერსპექტიული, რადგან მთლიანობაში ამ სამ წელიწადში ეკონომიკური ზრდა იყო დაბალი და არც მეოთხე წელს არის მოსალოდნელი მან მიაღწიოს, თუნდაც ხუთ პროცენტს. „არაფერი სახარბიელო ეკონომიკაში არ ხდება. შეიცვალა ლიბერალური ორიენტაციის ეკონომიკა. ეს კი ეკონომიკას მოქნილობას უკარგავს“, - აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)