|
2015-10-01 12:17:35, 746 ნახვა
ეკონომიკა
კახეთში ამ დროისთვის 98 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის კახეთის რეგიონში 98 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. მათივე ცნობით, მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 67 მლნ ლარს მიაღწია. „30 სექტემბერს დაფიქსირდა მიმდინარე რთველის სეზონზე რქაწითელის გადამუშავების პიკური მაჩვენებელი - 4,4 ათასი ტონა. სულ დღეღამურად გადამუშავდა 6 607 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 12 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. ამ დროისთვის გადამუშავებულია რქაწითელი 48,2 ათას ტონამდე, საფერავი - 37 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,3 ათასი ტონა კახური მწვანე და 10 ათას ტონაზე მეტი სხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის მწარმოებელი 47 კერძო კომპანია და ასევე სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 16 ღვინის საწარმო. კახეთში ყურძნის გადამუშავება მუნიციპალიტეტების მიხედვით ასე გამოიყურება: გურჯაანი - 33 ათას ტონა, თელავი - 21,4 ათასი ტონა, ყვარელი - 18 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,5 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 7,3 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,2 ათასი ტონა, ახმეტა - 3,1 ათასი ტონა და საგარეჯო - 5,2 ათასი ტონა. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში რთველი ფაქტობრივად დასრულებულია. რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)