|
2020-12-31 09:25:44, 989 ნახვა
სამართალი
შსს-მ ცაგერის მუნიციპალიტეტში შვილზე მოძალადე მამას ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესა
შსს-მ ცაგერის მუნიციპალიტეტში შვილზე მოძალადე მამას ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ცაგერის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული ზ.გ., ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2020 წლის 22 დეკემბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ოჯახური კონფლიქტის დროს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, შვილს - 1994 წელს დაბადებულ გ.გ.-ს ნაჯახით ხელზე დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დაკავებულ ზ.გ.-ს, მიმდინარე წლის 25 დეკემბერს, ცაგერის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა - 4 000 ლარის ოდენობით და იმავე დღეს მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ასევე, მოძალადის მიერ განმეორებით ძალადობის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ზ.გ.-ის მიმართ, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებაზე. მას დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება მსხვერპლსა და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებთან მიახლოების მონიტორინგი. მოძალადის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება სავალდებულოა. ელექტრონული ზედამხედველობისთვის თავის არიდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)