|
2020-12-30 12:00:24, 656 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის უწყვეტი წყაროა - ის ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ვეღარასდროს დაბრუნდება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაცემა „არენაში" ქვეყანაში არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილებას, რომ არ შევიდნენ საკანონმდებლო ორგანოში, უპასუხისმგებლო და ანტისახელმწიფოებრივი ადამიანების პროვოკაცია უწოდა. „მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა და ვიყავით აბსოლიტურად კონსტრუქციულები, ვიყავით მზად ყველა ჯანსაღი აზრის განხილვისთვის და შემდეგ ჩვენ ვნახეთ რა მოხდა, როცა პირდაპირ მასირებული შეტევა განახორციელეს ამერიკის ელჩსა და ამერიკაზე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტელეკომპანიის დირექტორი, ბატონი ლალიაშვილი, რომ გამოსულიყო და მსგავსი ეპითეტებით შეემკო ამერიკის ელჩი ან ამერიკის მთავრობა, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეორედ დაარბევდნენ თქვენს ტელევიზიას ეს დესტრუქციული ძალები. მათი მცდელობა, რომ მომხდარიყო ჩვენი იზოლაციაში გადაყვანა და თითქოს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ზეწოლა ჩვენზე, რატომ უნდა ყოფილიყო ეს ზეწოლა? მით უმეტეს ჩვენ მზად ვიყავით, რომ ჩვენ ეს ყველაფერი შეგვემოწმებინა, ჩვენ ვიხილეთ, რომ მთელმა მსოფლიომ მოგვილოცა წარმატებული არჩევნები, აღიარა და დღემდე ოპოზიციას მოუწოდებს ყველა, რომ შევიდნენ პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობა და გიგა ბოკერიას პარტია არის ერთი ორგანიზმი, ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. მათ უბრალოდ ფრონტი ჰქონდათ გაშლილი და ერთი ორგანიზმია ორი ბოროტი თავით. ეს არის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი ადამიანების მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია, რომელიც არ განხორციელდა. რეალურად სააკაშვილს სჯეროდა, რომ მას ჰქონდა ბოლო შანსი, ისინი უკვე აშინებდნენ ჩვენს მოსახლეობას წინსწრებად, რომ ისინი დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა არაფერი არ გამოვიდა. ერთი რამ რაშიც ჩვენ გვაქვს საერთო ეროვნული თანხმობა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში ვეღარასოდეს დაბრუნდება ხელისუფლებაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)