2020-12-29 18:16:11, 956 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების ოთხ ოფიცერს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა
საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თავდაცვის ძალების ოთხ სამხედრო მაღალჩინოსანს ბრიგადის გენერლის უმაღლესი სამხედრო წოდება მიენიჭა. ოფიცრებისთვის უმაღლესი წოდების მინიჭება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებისა და პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის თანახმად მოხდა. ბრიგადის გენერლის წოდება მიიღეს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა კობა გრიგოლიამ, თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ. უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედრო პირებს უმაღლესი სამხედრო წოდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიანიჭა. პრეზიდენტის განკარგულებას ხელმოწერით ადასტურებენ სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), „ხალხის ძალა“ - ჩვენ შეგვიძლია, ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
შეხვედრა გამოფენის კურატორთან და ხელოვანთან „თიბისი კონცეპტში“
სუს-ის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს
|
ომი უკრაინაშიReuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
კულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|