|
2020-12-26 01:57:11, 1634 ნახვა
სამხედრო
ირაკლი ღარიბაშვილი: ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად
„ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარება ქვეყნის სამხედრო საექსპორტო პოტენციალს საგრძნობად გაზრდის. „ამ მიმართულებით, მომდევნო წელს ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება დაწყებული პროექტების დასასრულებლად და ახალი პროექტების დასაწყებად, რაც გააძლიერებს თავდაცვის ძალებს და გაზრდის ქვეყნის სამხედრო საექსპორტო პოტენციალს. გეტყვით, რომ მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად დაწყებული გვაქვს წინასწარი საუბარი, მოლაპარაკებები ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად. კერძოდ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც ქართული ქვედანაყოფები საქართველოში წარმოებული ჯავშანმანქანებით აღიჭურვა - „დელტას“ მიერ წარმოებული 40 ერთეული მოდერნიზებული სამხედრო მანქანა „დიდგორი მეომარი“ და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ სამხედრო ქვედანაყოფებში გადანაწილდა. „მიმდინარეობს „დელტას“ მიერ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული სამხედრო მრეწველობის მაღალ ხარისხს და კონკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
პუტინი: რუსეთი მზად იყო უკრაინასთან მოლაპარაკებები არჩევნების შემდეგ განაახლოს
CBS News: აშშ კუბასთან ომს გეგმავს
უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების მატერიალური მხარდაჭერის ბრალდებით, აშშ-ში უზბეკეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრთან მაქსიმ რიჟენკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)