|
2020-12-24 20:19:50, 625 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდ და საქმიან გარემოში განვითარება
„ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდ და საქმიან გარემოში განვითარება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციიდან არის მცდელობა დაზიანდეს ის პროცესი, რომელიც პარლამენტის კედლებში უნდა იმართებოდეს. „ის, რომ ოპოზიცია უარს აცხადებს პარლამენტში შემოსვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჩატარდა, აბსოლუტურად გამჭვირვალედ და სამართლიანად, ეს არის იმ პროცესის რაც პარლამეტის კედლებში უნდა იმართებოდეს, რბილად რომ ვთქვათ დაზიანების მცდელობა. ამ შემთხვევაში, სრულად ვეთანხმები პრემიერს. კარგად მესმის, რომ არჩევნების შედეგები, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის იყო მიუღებელი, ზოგიერთისთვის - საკმაოდ კარგი, უბრალოდ მათ უნდათ, რომ ერთ წამს ყველაფერი აიღონ და როგორც სჩვევიათ, რევოლუციურ რეჟიმში გადაიყვანონ ქვეყანა, რაც წარმუდგენელი და დაუშვებელია. დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა და ყველანი ვთანხმებით - ის, რომ ოპოზიცია არ ზის პარლამენტში მართლაც ცუდია. ეს ჩვენ არანაირ კომფორტს არ გვანიჭებს. ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ და უმრავლესობამ იმისთვის, რომ ისინი შემოსულიყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე გვაქვს ის, რაც გვაქვს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანამ უნდა გააგრძელოს მშვიდ, საქმიან გარემოში განვითარება და ამისთვის ვართ თითოეული ჩვენთაგანი მოწოდებული“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა ოპოზიციის მონაწილეობა სასურველი იქნებოდა საბიუჯეტო განხილვის პროცესშიც. „დღესაც გავიმეორებ, რომ სიამოვნებით მოვისმენდი და ვიხილავდი ოპოზიციას ოპონირების რეჟიმში. ეს წაადგება ქვეყანას, ეს წაადგება საკუთრივ ბიუჯეტს და ეს წაგვადგება თითოულ ჩვენთაგანს, რომ ვიყოთ ფორმაში, დავუშვათ მინიმალური შეცდომები. შეცდომებს უშვებს ყველა, ნებისმიერი ხელისუფლება, ნებისმიერი ადამიანი, შესაბამისად, აუცილებელია ჯანსაღი ოპონირება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)