|
2020-12-23 12:46:20, 618 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე - მედიკამენტებზე უკონტროლო და მზარდი ფასები ჭამს პენსიას, ჭამს სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც
მედიკამენტებზე უკონტროლო და მზარდი ფასები ჭამს პენსიას, ჭამს სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ. მისი თქმით, ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკურმა აურზაურმა კორონავირუსის პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა. „სამწუხაროა, რომ ჩვენ ისევ პანდემიის რეჟიმში გვიწევს ცხოვრება, როგორც მთელ მსოფლიოს. ჩვენ საკმაოდ წარმატებულად გავიარეთ შეკავების ფაზა, შემდეგ, წინასწარ ჩვენს მიერ პროგნოზირებული შესაძლო მეორე ტალღა, რომელიც რეალობად იქცა. სიმძიმემ მოლოდინს გადააჭარბა, იმიტომ, რომ გარკვეული უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იყო სხვადასხვა მიმართულებით - ქუჩაში პოლიტიკური აურზაური ამ პრობლემის დამძიმების ბიძგი აღმოჩნდა“, - განაცხადა ხუნდაძემ. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვისა და სოციალური თემატიკის საკითხებზე. „ჯანდაცვაში 50% ჯერ კიდევ ჯიბიდან დანახარჯებზე მოდის, საიდანაც 70% არის მედიკამენტებზე გადახდილი საფასური. ეს ძალიან მძიმეა. ასეთი უკონტროლო და მზარდი ფასები ჭამს პენსიას, ჭამს სოციალურ შემწეობას და ხშირად ხელფასსაც. განსაკუთრებით მძიმეა ეს მოწყვლადი ჯგუფებისათვის. მედიკამენტების ხარისხი არის პრობლემა, გეოგრაფიული თუ ფიზიკური ხელმისაწვდომობა მეტ-ნაკლებად არის მოგვარებული, მაგრამ ფინანსური ხელმისაწვდომობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და შესაძლოა ამას უფრო მკაცრი შეფასებაც მივცეთ. ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ამ სექტორის რეფორმირება, საჭიროა საკანონმდებლო ბაზის შექმნა. ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. საჭიროა ლოჯისტიკის შეცვლა, არც ეს არ იქნება საკმარისი, საჭიროა მთავარი - ეს არის ძლიერი პოლიტიკური ნება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. მისი თქმით, კომიტეტის სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატისგან იყო პირობა იმისა, რომ ის იქნება პრინციპული ამ საკითხთან დაკავშირებით. „მან გამოხატა პოლიტიკური ნება, მაგრამ ვფიქრობ, პოლიტიკური ნების თამასა კიდევ უფრო უნდა აიწიოს. მინდა გთხოვოთ, რომ გაგვაცნოთ თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და მზაობა, რომ ამ პოლიტიკურ ნებას ჩვენ ერთად დავდებთ და ეს იქნება პირობა იმისა, რომ გავალთ შედეგზე და ქვეყანაში ეს სექტორი იქნება არა უმძიმესი ტვირთი თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)