|
2020-12-22 21:05:41, 578 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე - სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ
„სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ უწყება დღემდე ეძებს 16 წლისა და 20 წლის ძებნილებს, რომლებიც ქვეყანაში იმყოფებიან. „მსოფლიო სტანდარტია ჩვეულებრივად, როცა ელოდები, თუ პირველ მძევალს გაანადგურებს, იწყებ ოპერაციას. არის, როდესაც პირდაპირ შტურმს ვიწყებთ, შედიხარ, არის როდესაც ელოდები და აძლევ იმის საშუალებას რომ არანაირი რისკის ფაქტორი, ანუ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არ დავაყენოთ რისკის ქვეშ და შევუსრულოთ ის რასაც ითხოვს თავდამსხმელი. შემდეგ მოხდება მისი დაკავება, თუ განადგურება ეს სხვა თემაა. რა თქმა უნდა, გვქონდა ჩვენ საუბარი, ირაკლი ჩიქოვანიც იქ იყო, პრემიერთანაც და ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა დაშავებულიყო, მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ეს ადამიანი ისე გასულიყო, თუ დავაკავებთ, ძალიან კარგი, თუ არადა და სისხლი არ დაიღვაროს და ყველაფერი გაკეთდა ამისთვის. რაც შეეხება დაკავებას, ჩვენ ვმუშაობთ ამ თემაზე. ოპერატიულ ინფორმაციაზე ღიად ვერ ვისაუბრებ. მოხდა მისი ძმის დაკავება, გვქონდა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი აწვდიდა მას საკვებს. მერე აღმოჩნდა, რომ თან ჰქონდა ვაზნები და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერება. ეს ადამიანი იყო, რომელმაც 15 წუთით ადრე, სანამ მივაკითხეთ და დავადგინეთ, სადაც იყო, გაიყვანა თავისი მანქანა ტყეში, გაიქცა და მიიმალა. მეორე დღე იყო ამ ოპერაციის. მე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე შეკითხვები, იგივე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რას ვაკეთებთ. საქართველოში ჩვენ გვყავს 20 წლის ძებნილები, დღესაც, რომლებიც საქართველოში არიან და ქვეყანა არ დაუტოვებიათ. გვყავს 16 წლის ძებნილი. გვყავს, რომელმაც 2006 წელს ჩაიდინა დანაშაული მკვლელობაზე და დღესაც არ არის დაკავებული. ისე, ნუ უკვირს ხოლმე ოპოზიციას, რა ხდება, რა ვერ დააკავეთ ერთ თვეში და ორ თვეში. ეს ჩვეულებრივი თემაა, სად წავა, დღეს არა, ხვალ დავაკავებთ, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავაკავოთ. პირველ რიგში ჩვენთვის ღირსების საკითხია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დავაკავოთ და მე ვფიქრობ, აუცილებლად დავაკავებთ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)