00:47 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-29 19:01:46, 471 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აშშ-ის ელჩს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე აშშ–ს ელჩს საქართველოში იენ კელის შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის გამყარების თვალსაზრისით დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

„აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტნიორობას ძალიან მაღალი მხარდაჭერა აქვს ორივე მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მისწრაფებებს, რაც უკავშირდება ევროპულ ინტეგრაციას, აქვს სრული მხარდაჭერა აშშ–ს ხელისუფლების მხრიდან. ვისაუბრეთ ორმხირივი ურთიერთობის გამყარების თვალსაზრისით დაგეგმილ ღონისძიებებზე, რაზეც გვაქვს ერთმანეთის მსგავსი ხედვა თუ რა სფეროებში და რა მიმართულებით ვხედავთ პოტენციალს მომავალი განვითარებული და გაძლიერებული თანამშრომლობისთვის. ეს იქნება, როგორც ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა და სხვა მიმართულებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ჩვენ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება გვაქვს ევროკავშირთან, ვიწყებთ ჩინეთთან ამ საკითხზე მოლაპარკებებს. შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსაზრისით საქართველოს მაღალი სტანდარტი აღიარებული იყოს ასევე სხვა სახელმწიფოების მიერ“, – აღნიშნა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics