|
2015-09-29 11:06:11, 568 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე უნდა იყოს წარმოდგენილი
"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისთაბლიშმენთში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გავხადო"- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში მიმდინარე შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შრომატევადი სამუშაოა გასაწევი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლათფორმაზე. "მინდა გამოვთქვა მზადყოფნა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკური ისთაბლიშმენთის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გავხადო. ძალიან მნიშვნელოვანი და შრომატევადი სამუშაო იქნება ჩასატარებელი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი უნდა იყოს ყველა რადარზე და ყველა პლატფორმაზე წარმოდგენილი",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის გაერო-ს რეზოლუცია იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია და ამ მიმართულებით ქვეყანას დადებითი პროგრესი აქვს. "ყოველწლიურად საქართველო აყენებს ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ამ მიმართულებით გვაქვს პროგრესი და კვლავაც ვაგრძელებთ მუშაობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც ეხება დევნილთა პრობლემებს. ბევრი კარგი შეხვედრა გავმართეთ, მათ შორის პატარა ქვეყნებთან, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოვიპოვოთ რეზოლუციაზე მაქსიმალური მხარდაჭერა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. საგარეო უწყების ინფორმაციით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი 60-ზე მეტ შეხვედრას გამართავს.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)