2020-12-16 11:13:37, 13027 ნახვა
ცესკო - „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან ბიულეტენების სიჭარბეზე აპელირება ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება
ცენტრალური საარჩენო კომისია საუბნო შემაჯამებელი ოქმების ე.წ. დისბალანსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკოში აღნიშნავენ, „სამართლიანი არჩევნების“ მხრიდან ბიულეტენების სიჭარბეზე აპელირება ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება. „ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოეხმაუროს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. დისბალანსებთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციამ როგორც 1 ნოემბერს, ისე 11 დეკემბერს პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებთან ერთად გამოაქვეყნა. ცესკოს მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, ე.წ. დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებაში, საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში - 0,52%-ში ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, გახსნილი იყო 3 657 ძირითადი საარჩევნო უბანი (ამ უბნებში არ შედის სპეციალური და საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნები). შესაბამისად, ორგანიზაციის მხრიდან, ბიულეტენების სიჭარბეზე აპელირება, რაც მათი განცხადებით, საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, ჯერ კიდევ 4 ნოემბერს, დეტალურად დაამუშავა მონაცემები და მოამზადა სტატისტიკური ინფორმაცია საუბნო შემაჯამებელი ოქმებისა და შესაბამისი შესწორების ოქმების საფუძველზე. სწორედ ამ ეტაპზე დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ის დისბალანსი, რომელიც იწვევდა კითხვებს და უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან (მონაწილეთა ხელმოწერები) მიმართებაში, ფიქსირდებოდა 60 საარჩევნო უბანზე, რაც წარმოადგენს საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის 1.64%-ს. შემდგომში, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შესწავლის და კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებებისა და გადათვლების საფუძველზე გარკვეულ შემთხევებში დაზუსტდა ე.წ. დისბალანსები. შესაბამისად, საბოლოო მონაცემებით, პროპორციული შემაჯამებელი ოქმების ნაწილში, ბიულეტენების მეტობა ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების 19 ოქმში ფიქსირდება. აღნიშნული ინფორმაცია დამუშავებულია 14 ნოემბრის მდგომარეობით და დეტალური ცხრილი განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე. იხილეთ დეტალური სტატისტიკა საუბნო საარჩევნო კომისიების მიხედვით (გამოქვეყნდა 15 ნოემბერს) ასევე, ცესკომ გამოაქვეყნა ბიულეტენების ნაკლებობის შემთხვევებზე სტატისტიკური ინფორმაცია სხვადასხვა წლებში ჩატარებული არჩევნების მიხედვით (გამოქვეყნდა 15 ნოემბერს) ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, გაურკვეველი რჩება ზუსტად რას გულისხმობს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ დასახელებული ბიულეტენების მეტობის ე.წ. დისბალანსი საარჩევნო უბნების 8%-ზე. ეს მონაცემი რადიკალურად განსხვავებულია და არსებითად აცდენილია საუბნო შემაჯამებელი ოქმების დამუშავებულ ცესკოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს როგორც 4 ნოემბრის მდგომარეობით, ისე საბოლოო მონაცემების მიხედვით. შესაძლოა დავუშვათ ვარაუდი, რომ ორგანიზაციამ არ გაითვალისწინა საუბნო საარჩევნო კომისიების შესწორების ოქმები, რომელიც საუბნო შემაჯამებელი ოქმების განუყოფელი ნაწილია და არაერთი არჩევნებია წარმოადგენს დამკვიდრებულ საკანონმდებლო მექანიზმს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული საჭიროებს დაზუსტებას და მეტი ინფორმაციის წარმოდგენას, რაც აუცილებელია საკითხის ობიექტური შესწავლის, შეფასებისა და ზოგადად პროცესის სანდოობისთვის. საარჩევნო ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას ამ და ნებისმიერ სხვა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს როგორც "სამართლიან არჩევნებთან", ისე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან ჰომოფობიური რიტორიკა, მათ შორის მაღალი დონის ოფიციალური პირების მხრიდან - ევროკავშირის ანგარიში ლგბტ უფლებებზე
ევროკავშირი შეშფოთებულია იმით, რომ სახელმწიფომ არ მიიღო საკმარისი ზომები ბავშვების მიმართ ძალადობის მოსაგვარებლად
ცესკო ბიულეტენებთან დაკავშირებულ დეტალებს განმარტავს
მილერი არჩევნებზე - კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სახის გამოძიება იქნება მიზანშეწონილი
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ - FT
უკრაინული მედია - რუსეთის არმიამ დონეცკის რეგიონის 2 დასახლებული პუნქტი დაიკავა
არჩევნები 2024
იოსელიანი - საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება
მედიაომბუდსმენი - არჩევნების გაშუქებისას დანაშაულებრივი ქმედებებით მინიმუმ 50 ჟურნალისტის და ოპერატორის უფლება დაირღვა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ჯო ბაიდენი - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ყველა საარჩევნო დარღვევა გამჭვირვალედ გამოიძიოს
დღის თემა
|