|
2020-12-10 12:23:06, 1367 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძის განცხადებით, მიუხედავად ხარვეზებისა, ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო კოვიდინფექციის მაღალ მაჩვენებელს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მიუხედავად ხარვეზებისა, ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო კორონავირუსის მზარდ მაჩვენებელს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ შეზღუდვები არ დაწესდებოდა, ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებდა. „ნებისმიერი თავყრილობა, უნიღბოდ ყოფნა, უდისტანციობა დაახლოებით 2 კვირაში გვაძლევს თავის შედეგს, შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ 2 კვირაში, ამიტომ ჩვენ ვნახეთ, რომ შეზღუდვების დაწესებიდან 2 კვირის შემდეგ, გაჩერდა ინფიცირების ზრდა და ახალი შემთხვევები აღარ იზრდება. ამასთანავე, ჩვენ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით, 100 000 მოსახლეზე პირველ ადგილზე ვართ, თუმცა ჩვენმა სისტემამ გაუძლო, კი ხარვეზებით, ვიცით, როგორი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემამ გაუძლო ამას, მაგრამ მეტს ვეღარ გაუძლებდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)