|
2020-12-10 11:20:12, 570 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით თაღლითობაში ბრალდებულებს 8-8 წლით და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობით ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობაში, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევასა და შესაბამისი მონაცემების უნებართვო შეცვლაში ბრალდებული 3 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ პირებს სასჯელის სახით ი.ჭ.-ს და გ.კ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.ჭ.-ს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016-2018 წლებში, შპს ,,ეფიქს ბიზნეს გრუპის" ხელმძღვანელი პირები - ი.ჭ, გ.ჭ და გ.კ., თითქოსდა საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობის მიზნით, მოქალაქეებს სთავაზობდნენ შესაბამისი მომსახურების გაწევას. კერძოდ, კომპანიის ანგარიშზე არიცხინებდნენ დიდი ოდენობით თანხებს და პირადად ისე განკარგავდნენ, რომ რეალურად რაიმე ტიპის ვაჭრობა არ ხორციელდებოდა. ამავდროულად, დანაშაულებრივი საქმიანობის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულები ვაჭრობის მსურველ პირთა შესაბამის პლატფორმებზე არსებულ ე.წ. ,,პირად კაბინეტებში" არსებულ კომპიუტერულ მონაცემებს ხელოვნურად ცვლიდნენ. აღნიშნული ხერხით, ზემოხსენებული პირები 67 მოქალაქის კუთვნილ 500 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობის თანხას თაღლითურად დაეუფლნენ. პროკურატურამ ი.ჭ-ს, გ.ჭ-ს და გ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა", ,,ბ" ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით, 286-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით წარუდგინა (ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობით ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა და შესაბამისი მონაცემების უნებართვო შეცვლა). თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული პირები სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახით ი.ჭ.-ს და გ.კ.-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.ჭ.-ს - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)