|
2015-09-28 13:04:02, 678 ნახვა
საზოგადოება
ლაოსის დელეგაცია ბათუმის იუსტიციის სახლისა და მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობას ეცნობა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ლაოსის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი გრძელდება. ვიზიტი ფარგლებში დელეგაციის წევრებმა ბათუმის იუსტიციის სახლი მოინახულეს. ისინი იუსტიციის სახლის კონცეფციას და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ. დღესვე, ლაოსის დელეგაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მუხაესტატეს საზოგადოებრივი ცენტრს დაათვალიერებს. ლაოსის დელეგაცია საქართველოში 22 სექტემბრიდან იმყოფება. დელეგაციის წევრები უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის გამოცდილებას ეცნობიან. ვიზიტის მიმდინარეობისას სტუმრები ინფორმაციას იღებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მიწის ადმინისტრირების და საინფორმაციო სისტემები, კადასტრი, განათლება მიწის სექტორში, პოლიტიკა და კანონმდებლობა მიწის ადმინისტრირების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სტუმრები უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართული სისტემის ლაოსში დანერგვის შესაძლებლობას განიხილავენ. დელეგაციის წევრებს შორის არიან ლაოსის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს, ეროვნული ასამბლეის, ვიენტიანის პოლიტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) ექსპერტები. სასწავლო ვიზიტი ათდღიანია და გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს (GIZ) პროექტის დაფინანსებით ხორციელდება.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)