|
2020-12-08 17:00:11, 1234 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდ კლინიკებს ორ დღეში „ჯეოჰოსპიტალსის“ ორი ახალი ლოკაცია - ბორჯომისა და მარნეულის კლინიკები ემატება
„ჯეოჰოსპიტალსი“ ორ დღეში ბორჯომის და მარნეულის ლოკაციებს დაამატებს, - ამის შესახებ „ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სიტუაცია სტაბილურობის ფაზაში შედის, რადგან ჯანდაცვის სექტორის - როგორც კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების შედეგად მოხდა ვითარების დასტაბილურება. „მოხდა ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემების კონსოლიდირებული შედეგების ანალიზი, თუ რა გამოწვევების წინაშეა დღეს სექტორი. სიტუაცია სტაბილურობის ფაზაში შედის, რადგან ჯანდაცვის სექტორის, როგორც კერძო ბიზნესის, ისე სახელმწიფოს მხრიდან მოხდა ურთიერთშეთანხმებული ნაბიჯების შედეგად სიტუაციის დასტაბილურება. თავის მხრივ, კერძო სექტორი აგრძელებს დამატებითი საწოლფონდების მობილიზებას. ჩვენ წარმოვადგენთ „ჯეოჰოსპიტალს“. ორ დღეში კიდევ ვამატებთ ბორჯომის, მარნეულის ლოკაციებს. აქტიურად ვართ ჩართული ონლაინ-კლინიკებში და ამბულატორიული სერვისების მიწოდებაში და კვლავ ვინარჩუნებთ იმ გადაუდებელ მიღებას, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ რაღაც დონეზე, დასტაბილურებულ ფაზაში და მცდელობების დაუღალავად გაგრძელების ფონზე შევძლებთ სიტუაციასთან გამკლავებას, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობის მხრიდან აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძო სექტორი ამ გამოწვევას გავუძლებთ, მხოლოდ ერთობლივად“, - განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)