|
2020-12-07 14:57:35, 1089 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძე - საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 83 პროცენტია
საქართველოში გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 83%-ია,რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 3 988 პაციენტი გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეის მდგომარეობით, ათი ათასამდე ტესტი ჩატარდა და გამოვლენილი იქნა 2 501 დადასტურებული შემთხვევა. შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალი აქტივობაა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება. გამოვლენის მაჩვენებელი დღეს გვაქვს 25%, როდესაც 37%-ს აღემატებოდა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე 15 204 პირი გადის, რაც ონლაინკლინიკის ეფექტური მუშაობის შედეგია. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საწოლფონდის ბრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროცესში დამატებითი გუნდია ჩართული, რომელიც კონტროლს ადგილზე ახორციელებს. „საწოლფონდის ბრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ პროცესში ჩართულია არაერთი დამატებითი გუნდი იმისთვის, რომ ადგილზე კონტროლი შევძლოთ – საჭირო და არასაჭირო სტაციონარიზაციის იდენტიფიკაციისთვის, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 164 976 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 137 499 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 267 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 6 963, ხოლო კოვიდსასტუმროში 3 744 ადამიანია მოთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)