|
2020-12-07 12:25:09, 1337 ნახვა
ომი უკრაინაში
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კერძო ბიზნესი კოვაქს-პლატფორმით ვაქცინას ვერ შეიძენს
„როგორც კი პირველი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ მზად გაქვს ყველა იურიდიული კომპონენტი იმისათვის, რომ მოხდეს ვაქცინის საქართველოში შემოტანა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინის პირველი ნაკადის შემოტანაზე საერთაშორისო პარტნიორებსა და წარმოებული ვაქცინის მოცულობაზე ვართ დამოკიდებული. „კოვაქს-პლატფორმით კერძო ბიზნესი ვერ შეიძენს ვაქცინას, ვინაიდან ეს არის სახელმწიფოებრივი მოლაპარაკება. აქ არის განსაზღვრული ფასი, როლითაც ჩვენ ვაქცინის შეძენა დაბალ ფასად შეგვეძლება. ასევე განსაზღვრულია წილობრივად ყველა ქვეყანაზე თუ რა ოდენობით ვაქცინის შეძენის საშუალება ექნება. ეს აძლევს საქართველოს უპირატესობას იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს საქართველოში ვაქცინის შემოტანა. ვაქცინის პირველ ნაკადზე ჩვენ სრულიად ვართ დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორებსა და იმაზე, თუ რა მოცულობის იქნება ვაქცინის წარმოება და როგორც კი პირველი ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, ჩვენ მზად გაქვს ყველა იურიდიული კომპონენტი იმისათვის, რომ მოხდეს ვაქცინის საქართველოში შემოტანა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)