|
2020-12-04 13:21:17, 633 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ქუთაისში ავტომობილების გაქურდვის ფაქტი გახსნა - მხილებულია ორი არასრულწლოვანი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული გ.მ. და 2003 წელს დაბადებული რ.ხ. ამხილეს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ აცნობა. მათი თქმით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის გამზირზე, 4 მოქალაქის კუთვნილი ავტომობილებიდან კომპიუტერული მოწყობილობა - ე.წ. პლანშეტი, ასევე, სხვადასხვა დასახელების პირადი ნივთები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე არასრულწლოვანი, დანაშაულის შესაძლო ჩადენაში, მომხდარიდან მეორე დღესვე ამხილეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებულები დანაშაულს აღიარებენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)