16:45 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-03 12:44:49, 586 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - სახელმწიფოს კოვიდინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალური მართვა, საშუალოდ, 2 000 ლარი უჯდება

სახელმწიფოს კოვიდინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალური მართვა, საშუალოდ, 2 000 ლარი უჯდება,  - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის უხეში გათვლა და აღნიშნული ხარჯი არ ითვალისწინებს რიგ ინვესტიციებს.

„ერთი შემთხვევის მართვა, მართვაშ ვგულისხმობ ჰოსპიტალურ მართვას, საშუალოდ ეს არის 2 000 ლარი, მაგრამ ეს არის უხეში გათვლა, რადგან რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 1 000 ლარი და მეტიც, რიგ შემთხვევაში კი, ეს შეიძელაბ იყოს 500 ლარი, მაგრამ საშუალოდ, შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ დაახლოებით 2 000 ლარიან შეფასების ნიშნულს, ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის, ეს არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულ იქნა და კიდევ უნდა იქნას გაწეული, მაგალითად ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისთვის და პერსონალის ტრენინგისთვის, კიდევ საინვესტიციო ხარჯი სისტემის მომზადებისთვის არის კიდევ ცალკე.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უმრავლესობის სხდომა გაიმართება
კალასმა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, კიევს საჰაერო თავდაცვის რაკეტები გადასცენ
„თეგეტა“ Farizon-ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს – გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics