|
2020-12-02 12:21:13, 1198 ნახვა
ომი უკრაინაში
ქვეყნის მასშტაბით, დღეიდან, 1-ელ თებერვლამდე ინტენსიური ტესტირების პროგრამა ამოქმედდა
დღეიდან, 1-ელ თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური ტესტირების პროგრამა ამოქმედდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ბედრია სიჭინავას განმარტებით, საქართველოში, დღეში 20 000 ტესტი გაკეთდება, რასაც კერძო ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ტესტებიც დაემატება. „საკოორდინაციო საბჭოს ორ თვიანი გეგმის ფარგლებში, დღეიდან, 1 თებერვლამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსირუტი ტესტირების პროგრამა, რაც გულისხმობს, რომ სახელმწიფო დღეში გააკეთებს 20 000-ს ტესტს და ამას დაემატება კერძო ლაბორატორიების მიერ ჩატარებული ტესტები. განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხიც იქნება ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს სწარმოადგენს ერთის მხრივ სწრაფი გამოვლენა ინფიცირების შემთხვევების და გულისხმობს მსუბუქი და ნაკლებად მსუბუქი შემთხვევების თვითიზოლაციას, ასევე ნაკლებად მსუბუქი შემთხვევების კოვიდსტასტუმროებში გადაყვანას და მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას. ამ მიზნით, მოხდება ტესტირების გაფართოვება ტესტირების მაქსიმალური გამოვლენისა და ინფიცირების იზოლირების მიზნით“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)