|
2020-11-28 11:31:12, 1138 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში 942 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 421 კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ამ ეტაპზე 942 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 421 პაციენტი იმყოფება. „ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 393. მათ შორის, 6 286 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში- 2 760, აჭარაში-1 016, იმერეთში-1 201. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 942 პირი, მათ შორის, თბილისში-429, აჭარაში-150, იმერეთში-214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 421 პირი, მათგან თბილისში-179, აჭარაში-119, იმერეთში-41. 3 844 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1291-თბილისში, 1 998-აჭარაში, 285- იმერეთში. 10 263 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-416, აჭარაში-1 049, ხოლო იმერეთში-35. სულ 6 ოქტომბრიდან-27 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-18 623 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 041 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 132 პირი, აჭარაში-14 670, იმერეთში-4 765“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)