2020-11-21 13:11:23, 6347 ნახვა
ცესკო - 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით აქტივობამ 8.29% შეადგინა
ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით აქტივობამ 8.29% შეადგინა. მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა 177 462-მა ამომრჩეველმა. „წარმოგიდგენთ ინფორმაციას ამომრჩევლის აქტივობის სესახებ 12:00 საათის მდგომარეობით. არჩევნების მეორე ტურში ამ დროისთვის მონაწილეობა მიიღო 177 462-მა ამომრჩეველმა, რაც არის მომრჩეველთა რაოდენობის 8.29%. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთის რეგიონში 21-ე მაჟორიტარულ ოლქში 11.4%. ყველაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში 6.2%, ჯამში 8321 ამომრჩეველი. ასევე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან დაკავშირებით, რომელიც უამინდობის გამო დაგვიანებით გაიხსნა. ამ უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრა, ამ უბანზე 205 ამომრჩეველია. რაც შეეხება გუდაურის ერთ სპეცუბანზე, სადაც 19 ამომრჩეველია, გადასატანი ყუთი უკვე ემსახურება იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა. მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, შეფერხების გარეშე დააფიქსირონ საკუთარი ხმა. ასევე, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბანი, 145 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს. „შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა რაოდენობა მეორე ტურისთვის არის 2 140 210. ხოლო ამომრჩევლებს ემსახურება 1914 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი. ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილებაში (№665) შეტანილი ცვლილების თანახმად, 20 ნოემბრიდან გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია 22 ნოემბრის დილის 05:00 საათის ჩათვლით. შესაბამისად, საარჩევნო პროცესებში ჩართულ ყველა მხარეს შეზღუდვების გარეშე გადაადგილების შესაძლებლობა აქვს. მეორე ტურის დასრულებამდე დაახლოებით 7 საათი რჩება, ასე რომ ამომრჩევლებს მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, ხოლო საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს მივმართავ - ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, - განაცხადა პრეს-სპიკერმა. ავტორი: ექსპრესნიუსი, ჟურნალისტი და წამყვანი, ბექა ყორშია ადმინისტრაციული წესით დააკავა.
სანაპიროზე მომიტინგეებზე თავდასხმის მონაწილე ბიზნესმენი დავით მიქაძეა, რომელიც ყოფილი დასანქცირებული პროკურორის ფარცხალაძის მეგობარია
ცოტნე კობერიძე გაათავისუფლეს, მას ფიზიკური დაზიანება ეტყობა
ინსულინდამოკიდებული კონსტანტინე ბალანჩივაძე გაათავისუფლეს
|
ომი უკრაინაშირუსებმა ტერნოპოლს დრონებით შეუტიეს
ევროკავშირის ლიდერები კიევში ახალი თანამდებობების დაწყების პირველ საათებში ჩავიდნენ
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE საპროტესტო აქციის დარბევა დღე 9
|